ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება.

„არც შენმა პარტიამ არ აღიარა თავის დროზე “იმედი” და სპეცრაზმით შევარდა. შენ ისეთი ფაშისტი აღმოჩნდი, უარესს იზამ თუ მოგეცა შესაძლებლობა. ამიტომ არ მოგეცემა”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის: ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ფეისბუკში” წერს, რომ არ აღიარებს ტელეკომპანია “იმედი” და “POSTV-ის”, ასევე არ აპირებს გამარჯობის თქმას „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის და არასდროს დადგება იქ, სადაც ისინი იქნებიან.

გაზიარება