„ასეთი ხელშესახები სიკეთე გაკეთდა და ნაძირალა ოქრიაშვილი საკუთარ თანამშრომლებს აიძულებს სიცრუის თქმას (თითქოს თურქული უხარისხოა) იმისათვის, რომ გააგრძელოს გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე გამდიდრება!“ – ასე ეხმაურება მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სააფთიაქო ქსელ „psp – თან“ დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს.
შაქარიშვილის თქმით, პრემიერის განცხადებამ შედეგი სწრაფად გამოიღო.
„დილით „PSP-ს“ აფთიაქში კონკრეტულ მედიკამენტს (Nexium) ვყიდულობდი, ფარმაცევტმა (უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანია, რომელიც აქამდეც არ იკადრებდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას) მკითხა, თურქულს ხომ არ შევიძენდი, რომელიც 8-ჯერ(!) ნაკლები ღირს და, 16 ლარის ნაცვლად, გადავიხადე 2.50 ლარი!“ – წერს შაქარიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის: საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს. სავარაუდოდ, ფარმაცევტი მომხმარებელს ძვირად ღირებულსა და თურქულ მედიკამენტებს შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობდა. შეთავაზების მიზანი წამლებში, სულ მცირე, 10-ჯერ მეტი თანხის გადახდაა. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა და საფთიაქო ქსელს გაფრთხილება მისცა. ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირების სააგენტომ სააფთიაქო ქსელში მოკვლევა პრემიერის განცხადებიდან მეორე დღეს დაიწყო.