მოძრაობა ,,ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება. ქადაგიძე აცხადებს, რომ წერილში საფრთხეებზე სწორი აქცენტებია გაკეთებული და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს, რათა საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია დროულად იქნას არიდებული.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ასეთი ლობიზმი, რომელიც ასაზრდოებს რადიკალიზმს და მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, არ შეჩერდება, პირიქით – უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად გაგრძელდება 2024 წლამდე, რათა რამენაირად მოხდეს ხელისუფლების სასურველი ძალებით ჩანაცვლება.
“ავტორის თქმით, კეზერაშვილისა და ვოლკერის შეხვედრაზე ინფორმირებული იქნებოდა შტატები.
მეტიც, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გერმანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აწარმოებს გამოძიებას, წარმოუდგენელია, ასეთი რეზონანსული საერთაშორისო დანაშაულის ფიგურანტ ყოფილ მინისტრზე არ სცოდნოდათ მისი ადრეული თაღლითობებისა და ახლანდელი პოლიტიკური მიზნების შესახებ, რაც ქართველი რადიკალი პოლიტიკოსების, მედია პლატფორმებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას გულისხმობს.
ამორალურია, როდესაც შტატების ახლანდელი ადმინისტრაცია საკუთარი ინტერესებისათვის იყენებს საერთაშორისო თაღლითს”, – წერს ქადაგიძე.