პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა.
„ეს არის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება რადიკალიზმის, რომელიც საზოგადოებამ იხილა და რაც არის ყოვლად დასაგმობი ქმედება.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას ასეთი ქმედებისთვის და ყველა რადიკალის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ასეთი ქმედება დაუშვებელია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხვდება ევროკავშირის საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციას, – ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
“ასეთი ქმედება დაუშვებელია” – უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტთან ევროკავშირის დროშის განადგურებას გმობს
