„თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას, ომიც შეწყდება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანიმ უნგრულ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას ქვეყანა საშიში მიმართულებით მიჰყავს.
ორბანმა დაადასტურა უნგრეთის პოზიცია, რომ უკრაინაში აუცილებელია ცეცხლი შეწყდეს და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით უკრაინას. ჩვენ დაინტერესებული ვართ სუვერენული უკრაინის გადარჩენით და იმით, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რუსეთთან ყველა ეკონომიკური ურთიერთობა დავთმოთ“, – განაცხადა ორბანმა.