„ათეულობით სამართალდამცავს მიღებული აქვს საკმაოდ მძიმე დაზიანება, რაზეც პასუხისმგებელი არიან სწორედ ის პოლიტიკოსები, რადიკალები, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ, დავალებებს იძლეოდნენ და, რა თქმა უნდა, ამის აღმსრულებლებიც, – მათაც ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა, როგორი მოთმინებით ხვდებოდნენ სამართალდამცველები აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას და ძალადობას.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. წყლის ჭავლი და ყველა სპეცსაშუალება გამოყენებულ იქნა თანაზომიერების პრინციპისა და კანონის შესაბამისად.
ეს ძალადობა იყო უმძიმესი, პირდაპირ ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს სამართალდამცველებს. ბუნებრივია, მათაც ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება