„ფაქტია, რომ უკრაინელები საზარბაზნე ხორცის მისიას დღეს ამერიკელებს ხუთიანზე უსრულებენ. საქართველოში კი, ამერიკელებმა ხელისუფლებაში „ხუთოსანი“ აგენტები ვერაფრით მოაბრუნეს, რომ ორი ფრონტის დიდი ხნით ადრე დაწერილი სცენარი სრულფასოვნად აღესრულებინათ“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
„საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ ასრულებს საზარბაზნე ხორცად საქართველოს ქცევის და ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის დავალებას. ამ ფაქტთან შეგუება კი, ამერიკელებს ძალიან უჭირთ და საკუთარ აგენტურას პერიოდულად სწორედ ამიტომ ააქტიურებენ.
აგენტურის ბოლოდროინდელმა გააქტიურებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე ჩვენს ქვეყანას ბოლომდე გადაგორებული არა აქვს და საზოგადოების უყურადღებობის შემთხვევაში, საქართველო სამხედრო კონფლიქტის მხარედ ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი, საზოგადოებამ სწორად გააანალიზოს და შეაფასოს უკრაინის და ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, რათა ჩვენმა ქვეყანამ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას და 30 წლის მანძილზე რიგით მეოთხე ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან“, – აღნიშნავს შათირიშვილი.