„მინდა ვახსენო ურთიერთობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოსცადა, სანდოობა უმაღლეს დონეზეა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთად განხორციელებული აქვთ მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტები: ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა – რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში განხორციელდება.

„ჩვენ, ამ ეტაპზე, რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ. 2024 წლისთვის იქნება დასრულებული და 48 მილიონი ტონა იქნება წარმადობა იმ ეტაპისთვის. ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და მზად იქნება 2024 წელს და 25 მილიონი ტონა აქედან შემოვა. ამიტომ ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება