კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტის სახლსა და ოფისში 20-მდე საიდუმლო დოკუმენტის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება და აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს კითხვით მიმართავს.

“პრეზიდენტ ბაიდენს გარაჟში საიდუმლო დოკუმენტები აღმოუჩინეს, მანამდე ძველ ოფისში. აშშ-ს მედია იუწყება – ეს გარემოება დასჯადია და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ბრალდება პრეზიდენტ ტრამპსაც წაუყენეს.

რა არის ეს ქ-ნო ელჩო, პრეზიდენტების უკუსვლა თუ დემოკრატიის აშშ-ში?” – წერს გოგა ხაინდრავა.

გაზიარება