საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება.
“დალაგდა ყველა დეტალი თავის ადგილას? საქართველოს მთავრობამ, პანჩური უნდა უთავაზოს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და საერთოდ გაწყვიტოს ურთიერთობა, უკრაინის მთავრობასთან.
ხვდებით,ხომ რა მიზანმიმართულ და დაგეგმილ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე? ბახმუტი იწვის და ამ ნაძირალას იმის დრო აქვს, რომ რადიკალიზაციის პედალირება მოახდინოს.
წითელი ხაზები გავლებულია, ყველამ მოახდინა ლუსტრაცია, ყველა ვინც ამ ქაოსში ხელის მოთბობას ცდილობს საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს!” – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკში”.
