„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა არსებული მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ თურქმენბაშში, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისას.
მისივე თქმით, ბაქომ აღნიშნული სარკინიგზო პროექტი ანკარასთან ერთად 2017 წელს დაიწყო და ტვირთების გადაზიდვას წარმატებით ახორციელებს.