ბათუმის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ პარტია დატოვა და “ხალხის ხმა”-ს შეუერთდა. განცხადება ცხვარაძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი განცხადებით, ამ ფორმით უფრო ადვილად მოახერხებს ხალხთან ახლოს ყოფნას. “„ხალხის ძალას“ ვუერთდები, ვტოვებ „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც. გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ შემიძლია, უფრო ხმამაღლა ვესაუბრო მოსახლეობას იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას“, – განაცხადა ცხვარაძემ.
ბათუმის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი “ხალხის ძალის”-ს შეუერთდა
