“ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში შევა ის პუფი იქნებაო, გახსოვთ ხომ ეს სასაცილო გამონათქვამი, აი, ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მე მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში, თვითონ ვეღარ დარჩება“ – განაცხახა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.

წამყვანის მოსაზრებაზე, რომ გარემოება პატარა პარტიებს აიძულებს გაერთიანდნენ ძლიერთან, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ძლიერთან ისინი გაერთიანდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სადამდე მივიდა ეს ყველაფერი ნახეს.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მომავალი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

„საბოლოო ჯამში, გააკოტრეს რეალურად დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და იქამდე მიიყვანეს, რომ საკუთარი ნათქვამების რცხვენიათ იმიტომ, რომ დღეს საპირისპირო რეალობაში არიან”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

გაზიარება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *