„გადამდგარ გენერალს დაატარებენ ეთერ-ეთერ, რადგან პირდაპირ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. ჰოდა, ჩვენი რადიკალებიც ხომ ასეთი ბუნების არიან? მთავარია სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება“, – ასე ეხმაურება მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას.

„ცოტა ხნის წინ, თბილისს ევროპის მოკავშირეთა ძალების სარდალი, გენერალი კრისტოფერ კავოლი სტუმრობდა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ამერიკელმა გენერალმა დაადასტურა საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლს…

თუმცა, ეს ამბავი არც ერთ ოპოზიციურ მედიასა თუ არასამთავრობო პლატფორმაზე საუბრის საგანი არ გამხდარა.

რატომ?
იმიტომ, რომ სადაც საქართველოს პოზიტიურ როლსა და წარმატებაზეა საუბარი, იქ გლობალური ომის მხარდამჭერ მედიებსა და არასამთავრობოებს არაფერი ესაქმებათ…

ისე, ამ ბენ ჰოჯესისაც მესმის – გადამდგარია, პენსიაზე გაშვებული.
ოჯახი რამით უნდა არჩინოს. ამიტომ კარგი საშოვარი ნახა ჩვენი “უსამშობლო ნაძირლების” დაფინანსების ხარჯზე!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ქადაგიძე.

გაზიარება