„მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის საბანკო სისტემა ჰქონდა შვეიცარიას. სიდიდით მეორე ბანკი იყო „სვის კაპიტალი“, თუ არ ვცდები. ამ ბანკის რეპუტაციაც კი გადავიდა მეორე პლანზე და მეორე თუ მესამეხარისხოვანი გახდა იმ რაღაც ინტერესთან შედარებით, რომელსაც, საბოლოო ჯამში, მივყავდით საქართველოს ომში ჩაბმისკენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„თუ მართლა ვიღაცას დასანქცირება უნდა, თავად ამბობს ის ადამიანი თავისი ადვოკატის მეშვეობით. მისი ადვოკატი, ასე მგონია, რომ მის გარეშე ასეთ კომენტარს ვერ გააკეთებდა. ადვოკატმა თქვა, რომ პრაქტიკული სანქციებია – რეალურად, დასანქცირებულია. თუ შანტაჟის მეთოდად ვიღაც იყენებს სანქციებით მუქარას, ამას ჯობია დასანქცირება, – ხალხს მაინც ეტყვი რეალურად, ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა, რატომ დაასანქცირეს.
მეორე არგუმენტი – შანტაჟს მანამდე აქვს აზრი, სანამ შანტაჟის ფორმა აქვს. რაღაცას რომ ემუქრებიან ადამიანს, ის რაღაც თუ შესრულდა, ამის შემდეგ შანტაჟს აზრი აღარ აქვს. ამიტომ, თუ ვინმეს რამე უნდა, დააწესოს ის სანქცია, თუ ამის თავი აქვთ და დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი. მაგრამ ამას რატომ არ აკეთებენ, იცით? მე რომ რაღაცით გემუქრებოდეთ, სანამ გემუქრებით, მანამდე შეიძლება ამის შეგეშინდეთ. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიცნო ბევრმა. ცდილობენ, შანტაჟით და მეორეხარისხოვნობის წარმოჩენით, თუნდაც, შვეიცარული საბანკო სისტემით… ეს ადამიანი, როგორც აღმოჩნდა, არ შანტაჟდება, მიუხედავად იმისა, რომ რისკზე და სასწორზე დევს 2 მილიარდი დოლარი. არ დაშანტაჟდა და რაღა უნდა უქნან? დაანებონ თავი და დაწყნარდნენ, ჯობია“, – განაცხადა მდინარაძემ.