„პოლიტიკურად გამოყენებულ იქნა ევროპის პარლამენტი, სადაც არაერთ აბსურდულ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი რიგმა დეპუტატებმა, რა გადაწყვეტილებებსაც საქართველოში იყენებენ რადიკალები დესტაბილიზაციისათვის… ფინანსური ანგარიშსწორებისათვის კი – “კრედიტ სუისი”, რომელსაც ვალდებულებები აქვს ბიძინა ივანიშვილთან“, – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.

„მინდა გამოვეხმაურო ძალიან საინტერესო წერილს, რომელიც გამოაქვეყნა ზაზა შათირიშვილმა…

რა კავშირია ევროპის პარლამენტსა და შვეიცარიის საბანკო სისტემას შორის?
სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, ერთიცა და მეორეც გამოყენებულ იქნა კონკრეტული პოლიტკონიუნქტურის ფარგლებში, რაც ერთ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს მოემსახურა…

პოლიტკონიუნქტურა შემდეგში მდგომარეობს:
გლობალური პოლიტიკური დღის წესრიგის მდგენელი სივრცე, სადაც ნებისმიერი დამოუკიდებელი და მდგენელებთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილება რევიზიას ექვემდებარება (მაგ.: ურსულა ფონ დერ ლაიენის ბრიფინგი, როდესაც ტექსტი ჯერ გააქრეს და შემდეგ შეუცვალეს).

დღევანდელ ვითარებაში კი პოლიტკონიუნქტურის მდგენელი ომის ლობისტები არიან, რომელთაც ხელს უწყობს აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია.

საქართველოს მთავრობის ურყევი პოზიციის, პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც საერთოდ აცდენილია გლობალურ პოლიტკონიუნქტურასა და მისი მდგენელების გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება მეტი საომარი კერა გაჩნდეს რუსეთის გარშემო, საქართველოს მხრიდან ხელშეწყობა არ უწერია!

აქედან გამომდინარე, ყველა საშუალებით უნდა მოხდეს საქართველოზე გავლენის მოპოვება და იმ კონიუნქტურაში დაბრუნება, რასაც ომის ლობისტები კარნახობენ…

ერთადერთი საშუალება გავლენის მოხდენისა დარჩათ ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიმართ დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის პოლიტიკური და ფინანსური ანგარიშსწორება…

უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებითა და ვალდებულების შეუსრულებლობით დიდი დარტყმა მიიღო შვეიცარიულმა საბანკო სისტემამ და კონკრეტული ბანკის რეპუტაცია საშინლად გაუარესდა…

თუმცა “ომის ლობისტებს” ნაკლებად ადარდებთ ცალკე ევროკავშირისა და ცალკე – შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია, მთავარია “პოლიტკონიუნქტურა”, სადაც უნდა დაბრუნდეს საქართველო!

ბიძინა ივანიშვილმა კი წერტილი დაუსვა მის მიმართ სპეკულაციას და საჯაროდ განაცხადა, რომ ვერანაირი პოლიტიკური თუ ფინანსური მუქარით ვერ მიაღებინებენ ქვეყნისათვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას. პოლიტიკით არ ინტერესდება და ფინანსურ დავას განიხილავს მის პირად საკითხად!

საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის მთავრობას და ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, მეტად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ადარდებთ და შემდეგ – რას იტყვიან გლობალური ომის ლობისტები, დაწყებული კუბილიუსებით ევროპაში და დასრულებული დეგნანებით საქართველოში.

ეს კავშირია ევროპის პარლამენტსა და შვეიცარიულ საბანკო სისტემას შორის საქართველოსთან მიმართებით!
P.S. “NOTHING PERSONAL, IT’S JUST BUSINES!” ან პირიქით…“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ქადაგიძე.

გაზიარება