“ამერიკის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ოჯახები საჯარო პოლიტიკაში სხვადასხვა ფორმით ჩნდებოდნენ და იმის დემონსტრირებას ღიად ახდენდნენ, რომ ბიზნესი მართავს პოლიტიკას, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციასა და ანალიზს საზოგადოებას მოგვიანებით შევთავაზებ. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე, კონკრეტული მიზეზების გამო, რომლის შესახებაც საზოგადოებას ასევე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი, ოჯახებს ჩრდილში გადასვლა და ფონდებსა და კლუბებს უკან ამოფარება მოუხდათ“, – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

„ამ ფონზე, რთული შესაფასებელია, ტრამპის გაპრეზიდენტება მათი შეცდომის შედეგი იყო თუ შეგნებული გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ტრამპის პრეზიდენტობამ და ამ ფონზე, ბაიდენის გაპრეზიდენტებამ ოჯახებს ჩრდილიდან გამოსვლისათვის შესანიშნავი ფონი შეუქმნა. ახლო მომავალში შევეცდები, ჩემი კავშირების გამოყენებით, ინფორმაცია ოჯახების შესახებ საერთაშორისო მედიაშიც გავიტანო, სადაც ოჯახების ვინაობასაც დავასახელებ. სწორედ იქ გამოჩნდება, ოჯახებს კვლავაც ჩრდილში დარჩენა სურთ თუ არაფორმალური მმართველობის ლეგალიზება აქვთ განზრახული.

დღიდან დაფუძნებისა, ამერიკა 100-ზე მეტ ომში იყო ჩართული. დონალდ ტრამპი ოჯახებთან ბრძოლაში კი დამარცხდა, მაგრამ მან ჩვენს განსასჯელად ერთი მნიშვნელოვანი შედეგი დატოვა. ბოლო ათწლეულების მანძილზე, ტრამპი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის პირობებში ამერიკას არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა. ეს ფაქტი იმის ნიშანია, რომ ომების ინიცირების თუ პროვოცირების უმთავრესი მიზეზი არა იმდენად წმინდა პოლიტიკური, რამდენადაც ფინანსურ-ეკონომიკური ინტერესები იყო.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ იდეოლოგიის გარეშე დროსა და სივრცეში მდგრადობას ვერავითარი მასშტაბური ძალაუფლება ვერ შეინარჩუნებს. სწორედ ძალაუფლების გასამყარებლად შექმნეს ოჯახებმა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც მათ ამერიკაში, ევროპასა და მსოფლიოს სხვა კუთხეებში პოლიტიკური გავლენის დამყარებასა და გაფართოებაში ეხმარება. ამ იდეოლოგიის საფუძვლები ორუელისა და ჰაქსლის ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში – „1984-ში“ და „საოცარ ახალ სამყაროშია“ აღწერილი, რომლებიც, მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, სწორედ ოჯახების დაკვეთით შეიქმნა”, – აღნიშნავს შათირიშვილი.

გაზიარება