“ბოლო კვირაში ლოს ანჟელესის პოლიციამ დაკავებისას სამი ადამიანი მოკლა – ორი აფრო და ერთი ლათინოამერიკელი”, – წერს მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი “ფეისბუკის” გვერდზე.

სოზარ სუბარი ლოს-ანჯელესში, დაკავებისას მოკლული ადამიანების შესახებ წერს  რიტორიკულ კითხვას სვამს – გამოეხმაურნენ თუ არა ფაქტს ქართული ან უცხოური ორგანიზაციები.

“რაო ევროპარლამენტმა, მკაცრად დაგმო „დემოკრატიული უკუსვლა“? და ქართველმა „უფლებადამცველებმა“? Freedom House-მა? Human Rigfts Watch-მა? Amnesty International-მა? ……………………………..?

ბილ ბროუდერმა უკვე შექმნა ლოს-ანჟელეს-მაგნიტსკის სია? თუ ანგელოზების ქალაქს არ ვერჩით?”,- წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31 წლის მასწავლებელის კინან ანდერსონის დაკავებისას ლოს-ანჯელესის პოლიციამ ელექტროშოკი გამოიყენა და ის დაკავებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.  ასევე, გამოცემა წერს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ფერადკანიანი მამაკაცების დაკავების 3 შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდა.

გაზიარება