„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”, ბოლო დღეებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა მიმდინარე პროცესებმა სრულად გაშიფრა ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც მომზადებული იყო ქვეყანაში რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის.
„დავინახეთ, რომ ეს ექსტრემისტული ხაზი მაინც და მაინც ძლიერი ვერ არის. შექმნილია მათ შორის, ახალგაზრდული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც დატრენინგებულები იყვნენ მათ შორის, მოლოტოვის კოქტეილებისთვის, სხვა ძალადობრივი ქმედებებისთვის, ამაშიც დიდი რესურსი არ არის. ბოლომდე გავშიფრეთ, დღეს ზუსტად ვიცით საჭიროების შემთხვევაში რა ზომები უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ ეს რევოლუციური გეგმები ისე წარმატებით ჩაიშალოს, როგორც შარშან და ერთი კვირის წინ ჩაიშალა”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.