“ისე, ძალიან მინდა რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში,” – ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება.
ზაალ ანჯაფარიძე წერს, რომ სააკაშვილის დრო უკვე გასულია.
“კარგად შეხედონ და შეაფასონ იმათ, ვინც ეხლა სააკაშვილის გათავისუფლებაზე აწვება ხელისუფლებას, რადგანაც შეიძლება ჯერ კიდევ იმედოვნებს სააკაშვილის როგორც რესურსის/ინსტრუმენტის გამოყენებას აქ ხელისუფლების შესაცვლელად.
არაფერი გამოუვათ, ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ “პლაცკარტში” ეპატიჟებოდა, რადგანაც კუპეები უკვე “ნაცელიტას” ჰქონდა დაკავებული.
დგას ეს მატარებელი ეხლა დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული,” – წერს ანჯაფარიძე.