საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა  ამავე უწყებაში განმარტებებისთვის დაიბარეს.

ამის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული ელჩის განცხადება, რომელშიც ის ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.

სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა, თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ისე საქართველოს რეპუტაციას.

ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ, სამწუხაროდ, მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება მოხდა.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ელჩმა ასევე დაადასტურა, რომ საქნციებთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით შეკითხვები არ არსებობს.

გაზიარება