ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს.
მისი თქმით, ვაშაძე, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის შენობისთვის ალყა შემოერტყათ, „რეჟიმის მოკავშირეა“.
„ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა.
ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა კანონიერია”, – წერს ნინო ლომჯარია.