პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედიაა უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება