„დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის. ამას აქვს თავისი მიზეზი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„მე გეტყვით, რა არის ცუდი განვითარება – ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება. ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება. ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და, საბოლოო ჯამში, ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან. ეს იქნება ამ კანონის შედეგი. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი და ეს შედეგი გამომდინარეობს სწორედ ჩვენი საზოგადოების ინტერესებისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.