„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარედან დავალებებს იძლევიან. როგორც მინიმუმ, ერთ-ერთი მაინც გუშინ ამ ფოტოთი გახდა ცნობილი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დავით კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დავალების მიმცემი ერთ-ერთი ადამიანი გაიშიფრა.

„მისი განწყობებიც ვიცით, მისი პირადი მოტივაციაც, შესაბამისად, მტკიცებულება იყო და ამან გამოიწვია ეს აჟიოტაჟი.
მეორე – რა რეაქციები ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც უსმენს. მე მათ ვურჩევდი, მესიჯბოქსი დაალაგონ რაღაც მიმართულებით. უნიათოსთან ეს მესიჯბოქსი არ ჯდება. ეს – ხუმრობით. ანუ, ერთი მხრივ, იმდენად ძლიერი სპეცსამსახურები აქვს ქართულ სახელმწიფოს, რომ ქვეყნის გარეთ უთვალთვალებს ყველას, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ შეიძლება იყოს განწყობილი; მეორე მხრივ, “ესენი უნიათოები არიან” არ ჯდება. ერთი მარცხნივაა, მეორე – მარჯვნივ. რაღაცაში ჩამოყალიბდით. ეს – ხუმრობით. რეალურად, ჩვენ ვიხილეთ მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ერთ-ერთი დავალების მიმცემი და გამცემი ქვეყნის გარედან საქართველოს საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება