„შეიძლება დაისვას კითხვა: სჭირდება თუ არა საქართველოს ისეთი ევროპა, სადაც მხოლოდ აგენტოკრატია ფასობს, ხოლო დემოკრატია თავდასხმისა და აგრესიის მთავარი ობიექტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება, ოღონდ გვჭირდება იმ ღირებულებებით, რომლებსაც ევროპა ტრადიციულად ეფუძნებოდა“, – აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა ევროპისკენ და თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპაში ტრადიციული ღირებულებებისა და მართვის ტრადიციული მოდელის აღდგენაში. ჩვენ ვოცნებობთ ისეთი ევროპული ოჯახის წევრობაზე, როგორადაც ის შუმანმა, მონემ, ადენაუერმა, ჩერჩილმა და ევროკავშირის სხვა დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს”, – აცხადებს „ხალხის ძალა“.