„ჩვენი 11 გმირის ნეშტი დავუბრუნეთ ოჯახებს და მინდა, ჩემი სამძიმარი ვუთხრა მათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„სანამ აღვადგენთ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალში, ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. „წითელ ჯვარს“ აქვს ამ კუთხით ფასდაუდებელი როლი და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულია 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი. მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს, 17:00 საათიდან და 8 დეკემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე.
იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს, სამხედრო პატივით, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გაზიარება