„პირველ რიგში, გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოში არასოდეს დაინიცირებულა, ყოველ შემთხვევაში – ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. „ნაცმოძრაობაზე“ თავს ვერ დავდებ, – მაშინ იყო რუსული კანონები“, – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, კონკრეტულად კანონი, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი. თუ ვინმეს სხვას ენდომება, მაგალითად თვითონ „ენჯეოებს“, რომლებიც აპროტესტებდნენ, შეუძლიათ, ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინონ, მაგრამ ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც დღეს დილით ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის პირობა, რომელიც არის მიცემული ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე. ეს არის მყარი პირობა, რომელიც, ბუნებრივია, არ გადაიხედება“, – აცხადებს კობახიძე.

გაზიარება