,,ჩვენი მოსახლეობის ნაწილს საერთოდ აღარ აინტერესებს მათი მოსმენა, არც მათი სულიერი მდგომარეობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი გადარჩენილია იმ ტელევიზიის ყუთში, სადღაც, და არა რეალურ ცხოვრებაში. ტელევიზიის ყუთს აქვს მოჩვენებითობის შექმნის ძალა – მოაჩვენოს მოსახლეობას, რომ ეს არის ძალიან აქტუალური თემა, რომ ამას იზიარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და სინამდვილეში ასე არ არის’’, –  განაცხადა პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემა ,,იმედი LIVE-ში’’.

,,ესენი არსებობენ ტელევიზიის ყუთში და არა რეალურ ცხოვრებაში. მშვიდობა ჩვენთვის არ არის ომი და მშვიდობა, – რომ ავუხსნა ჩვენ საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსსაც გავაგონო. ეს არ არის ჩვენთვის ომი და მშვიდობა, რაზეც გვიბიძგებენ. ეს არ არის ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“. ეს არის ჩვენთვის ყოფნა-არყოფნა და არა ომი და მშვიდობა. ამიტომ, ვინც ცდილობს, რომ ხელისუფლებაში ელჩებთან კავშირით მოვიდეს, რას მისცემს  საელჩოებთან კავშირი, როდესაც კავშირი შენს მოსახლეობასთან არ გაქვს, ვინც უნდა აგირჩიოს? რა უფლება აქვს ჩვენ გენერაციას, რომ ყოფნა-არყოფნის საკითხი შეაგდოს სასწორზე და არყოფნით დაასრულოს?! ამდენსაუკუნოვანი ჩვენი ისტორია, ქართული კულტურის ისტორია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს! ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია და, სავარაუდოდ, არყოფნის’’, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

გაზიარება