კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას პოლიტსამეულის თემას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა.
„ჩვენს პოლიტ სამეულს კრილოვის იგავი “ლებედ, რაკ და სუკა” დაედო საფუძვლადო – ლიაკას უთქვამს.
აი, რატომ: “ლებედ” – გედი – თვითონ ყოფილა. “რაკ” – კირჩხიბი – გირჩი შარვალჩახდილი.
“სუკა” – ქარიყლაპია – კიკუ ვაშაძე ( щ-ს ანალოგი ასო არ გვაქვს). რა არი რუსული განათლება…“ – წერს ხაინდრავა.