,,ეს არის ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” სრული მობილიზაციის შედეგი. ურთიერთშანტაჟით, ბინძური პოლიტიკური ინტერესებით და ჩვენი ქვეყნის არევის სურვილით ერთმანეთთან დაკავშირებული ძალების ეს შემოტევაც ჩავარდება, რადგან სიმართლის ერთი მარცვალიც არ არის მათ მხარეს!‘’ – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ორგანიზაცია ,,აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, სააკაშვილის კამპანია „თავისუფლება მიშას“ წარმოუდგენელი უტიფრობის დემონსტრირებით მიმდინარეობს.

,,როგორ არ გვიცნობენ და როგორ ცდიან ჩვენს მოთმინებას?! მაშინ, როცა სააკაშვილის მიერ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის მიყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ ღიაა და დღესაც გვეღუპებიან მისგან დაზარალებული ადამიანები, კორუფციული სინდიკატი ყველაფრის ფასად ცდილობს პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი დამნაშავე. ცხადია, ამას არ აქვს და ვერ ექნება ჰუმანიტარული საფუძველი, არამედ რეალური საფუძველი სააკაშვილის დანიშნულებაა – საქართველოს ომში ჩათრევა, რასაც “ვივამედიდან” ვერ მიაღწევს. ამიტომ ის უნდა დაიხსნან და მისცენ “გზა ფართო!”
არანაირი სინანული, თუნდაც მოჩვენებითი! სააკაშვილზე არც არი ლაპარაკი… დედა ჩემპიონი უსინდისობაში… ძმამ ამ რამდენიმე დღის წინ გენიალური ფილმი “მონანიება” და საბჭოთა იდეოლოგია მოგვაგონა – როცა დიადი მიზნები გვქონდა შესასრულებელი, იქ ათასობით განადგურებული ოჯახი რა მოსატანიაო… არც გუნდშია სინანულის ნატამალი, პირიქით – მაია ნადირაძემ, – “რას გადაგვაყოლეთ ამ ერთ გირგვლიანსო”…
სიმულაციით, უტიფრობით, ტყუილით ადამიანებში ემპათიას ვერ გამოიწვევთ! ისევ თქვენთვის იქნება კონტრპროდუქტიული და იმდენს იზამთ, რაც 2012-ში დაგაკლოთ ქართველმა ხალხმა, ეხლა წაგლეკავთ საბოლოოდ!!!’’ – წერს შაქარიშვილი.

გაზიარება