თეა თუთბერიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს მითითებებს აძლევს და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. როგორც თუთბერიძე სოციალურ ქსელში წერს, აქციები უნდა გახდეს პერმანენტული.
„არანაირი 24 საათში დაგამთავრებთ და ა.შ. მორჩით ბოდვას. ეს ბრძოლაა და არა ლობიოს ჭამა!
გაითვალისწინეთ მეგობრებო, ღამით არ არის აუცილებლობა ათასობით ადამიანის დარჩენისა პარლამენტის წინ! 100-150 კაცი საკმარისია! ისინი უნდა ჩანაცვლდნენ ყოველ საღამოს სხვა 100-150 კაცით ვინც დარჩება.
მოლოდინი იმისა რომ რუსული ხელისუფლება ძალას არ გამოიყენებს და ღამით იმ დემონსტრანტებს არ დაარბევს არ უნდა იყოს (დაარბევენ, მაგრამ ეს ბრძოლაა და თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის). ყველას თავში უნდა იყოს ერთი აზრი – ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ, ჩვენ ჩვენი შვილების და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით! როცა შიშსს გადატეხავთ საკუთარ თავებში რუსებსაც დაამარცხებთ! ეს უნდა გაისიგრძეგანოთ ახლა ყველამ!
დაარბევენ, დაიჭერენ და მაგრამ სხვა ახალი ხალხი ჩაანაცვლებს მათ (ყველას ვერ დაიჭერენ!!! არ არსებობს ამისი რესურსი საქართველოში!!!).
ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს სასწრაფოდ და ჩამოაყალიბოს დროებითი მთავრობა რომელის მთავარი მიზანი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება!!!
ახალ კოალიციურ მთავრობას ხალხი აძლევს ლეგიტიმაციას (ხალხია რეალურად ხელისუფლების წყარო) და ამ ახალმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა დაამყაროს დასავლეთთან როგორც ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ ურთიერთობა და თხოვოს დახმარება არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში (არ შეიძლება რუს ოლიგარქს მოსთხოვოთ არჩევნების დანიშვნა-ჩატარება და მის ზებრებს)!
დაუმორჩილებლობა! არ ემორჩილებით რუსულ მთავრობას. ეს არის მთავარი!
პატივცემულო ოპოზიციავ, ერთმანეთის საჭმის დრო აღარ არის!!!). ჭკუას მოუხმეთ!!! სასწრაფოდ დასხედით და დაიწყეთ მუშაობა!!!
სრული უფლება აქვს დღეს ქართველ ხალხს აჯანყდეს რადგან რუსულმა ოცნებამ თავზე დაახია ქვეყანას საქართველოს კონსტიტუცია!!!
ამ აქციების მიზანი უნდა იყოს რუსული ოცნების და რუსული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადება და საქართველო რუსული ჩექმის გარეშე!!!
საქართველო ევროპის და განვითარებული მსოფლიოს ნაწილი უნდა გახდეს! ეს კი ვერ მოხდება რუსული ხელისუფლების პირობებში რამდენიც არ უნდა დაიწერონ კობახიძეებმა, მდინარაძეებმა და სხვა რუსებმა”ევროპა”, “ევროპული მომავალი” და ა.შ.!!!
დღეს როგორც არასდროს ქართველებზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი!!! უნდა გაიმარჯვოს საქართველომ!!! მეტი გზა არ არის!!!
არავინ მოგატყუოთ და არც თავი მოიტყუოთ, არანაირი მშვიდობიანი ხელების ზემოთ აწევით და ცეკვა-თამაშით დღევანდელ რუსულ რეჟიმს ვერ მოიშორებთ და ქვეყანას ვერ დააბრუნებთ ევროპის გზაზე! 10 წელია იგონებენ ახალ-ახალ სვლებს და ჩაეფლო ქვეყანა ისეთ ჭაობში რომ 10 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა 10 შემდეგ აქამდე მიხვალთ მაგ თქვენი სვლებითო, დაცინებდით! ხო და ან ვიაზრებთ იმას რომ თავისუფლების მოპოვებისთვის ბრძოლა გვიწევს დღეს ფიზიკურად, ან ვეგუებით იმ მოცემულობას რომ კადიროვის ჩეჩნეთი მონაგონი იქნება ძალიან მალე!
უკრაინამ აჩვენა ევროპას რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ საკუთარი და საკუთარი შვილების უკეთესი მომავლისთვის და უკრაინა გახდება ძალიან მაგარი სახელმწიფო ძალიან მალე!!! ქართველები არ ვართ არავიზე ნაკლები!!! თუ უკრაინელებმა შეძლეს 2014 წელს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება, ჩვენც შევძლებთ!!! მთავარი საკუთარი თავის რწმენაა!!!“ – წერს თუთბერიძე.