„ეს ის დავით კეზერაშვილია, რომელმაც ცოტა ხნის წინ წერილი გამოაქვეყნა და საჯაროდ აღიარა საკუთარი ოლიგარქობა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გაამახვილა ყურადღება.

„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რვა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საქართველოში წარმოებულმა გამოძიებამ და მის ფარგლებში მიმდინარე საპროცესო მოქმედებებმა, სადაც 300 ქართველი და 60 გერმანელი სამართალდამცველი მონაწილეობდა, “ევროჯასტის” [ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის] კორდიინაცის ქვეშ საერთაშორისო თაღლითური სქემა გახსნილად გამოაცხადა.

პარტნიორი ქვეყნის პროკურორებმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ფარდა ახადეს საერთაშორისო აფიორას, რომლის შედეგად მხოლოდ გერმანიაში ათობით ათასმა პენსიონერმა დაუჯერა აფერისტებს და საკუთარი დანაზოგი გადარიცხა არარსებული შემოსავლის მისაღებად.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორის და მის ოჯახთან დაახლოებული პირის კუთვნილ უძრავ ქონებაში გახსნილ ე.წ. ქოლცენტრებში რეალიზდებოდა დანაშაულებრივი განზრახვა და იძარცვებოდნენ გერმანელი და ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის – პენსიონერები“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

გაზიარება