მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკელი მაღალჩინოსნისა და დავით კეზერაშვილის შეხვედრას ეხმაურება. ქართველიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე კურტ ვოლკერის ქორწინებისა და კეზერაშვილთან შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს.
„ამ ფოტომატიანეში ყველაფერი “შესანიშნავია”, მათ შორის სიძეც – “ობიექტური” და “მიუკერძოებელი” ექსდიპლომატი კურტ ვოლკერი, ქართულ პოლიტიკაში დიდი “სპეციალისტი”. მის მეუღლეს, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტ ია მეურმიშვილს საერთოდ არ ვერჩი. აი, “მისი ცოლის დაქალები” – მეჯვარე ეკა კვესიტაძე ამ “საოჯახო იდილიას” ნამდვილად ამშვენებს და ამ „cosa nostra-ს“ პოლიტიკურ “არაანგაჟირებას” მხოლოდ ამძაფრებს…
მაგრამ ყველა ბედნიერ ოჯახს სჭირდება მყარი ფინანსური საფუძველი. ამ კუთხით, რა თბილია ის მეორე ფოტოსურათი – სადაც ამა წლის ივლისის დღეებში, ლონდონში, მორიგი ბირმინგემელი პენსიონერისაგან თავისი “ქოლცენტრებით” ახეული ფულით, “დევნილი მედიამენეჯერი” კეზერაშვილი უმასპინძლდება საქართველოზე “შეყვარებულ” ვოლკერს. ისიც მიირთმევს, ღებულობს ამ დაპატიჟებას, პრინციპით: “ქურდის ქურდი ცხონდება”.
დღეიდან არც ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე და არც ვოლკერის ანალიტიკურ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებით, გთხოვთ, აღარ შეგვაწუხოთ – ჯოჯოხეთის ფილიალს დედამიწაზე ისედაც ჰყავს თავისი გადაჭარბებული თაყვანისმცემლები“, – წერს ქართველიშვილი.