„2022 წლის აპრილში, კარლ ჰარცელმა [ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში] დამიბარა თავის ოფისში და მითხრა, რომ არ ითანამშრომლებდა ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან, არ მოვიდოდა ორგანიზაციის ღონისძიებებზე, თუ მე დავრჩებოდი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე“, – განაცხადა საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ ლიმ „POSTV-თვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ეს ორგანიზაციის რეპუტაციაზე კარგად არ აისახებოდა, ამიტომაც ორგანიზაციის რეპუტაციის შესანარჩუნებლად პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„დავტოვე სამსახური, საქართველო, თუმცა შემდეგ, პირადი მიზეზების გამო, კვლავ დავბრუნდი ამ ქვეყანაში, მაგრამ ისევ წასვლაზე ვფიქრობ, რადგან აღარ მაქვს შესაძლებლობა აქ რამის კეთების, ან რამის თქმის; მუდმივად ზეწოლის ქვეშ ვარ, ეს კი არასწორია.
მე მაქვს უფლება, ვაკრიტიკო არასამთავრობო ორგანიზაციაც და ოპოზიციაც. არ არსებობს კანონი, რომელიც ამას ამიკრძალავს. ეს არ არის ევროკავშირის საქმე – მე როგორც ინდივიდი ჩემს პირად გვერდზე რას ვიტყვი და რას – არა. მე დავკარგე ხელფასი, სამსახური და მივიღე დიდი სტრესი. ეს არასწორია“, – აღნიშნა ლიმ.

გაზიარება