„ნაციონალური მოძრაობა“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა“ ერთად მუშაობდნენ საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან და არწმუნებდნენ, რომ ინვესტიციები არ ჩაედოთ საქართველოში – მაშინ, როდესაც საქართველო ერთ-ერთი საკუთესოა ინვესტირების კუთხით და წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, მათ შორის უკრაინასაც და მოლდოვასაც“, – განაცხადა საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა – დევიდ ლიმ „POSTV-თვის“ მიცემულ ინტერვიუში.

დევიდ ლის თქმით, პარალელურად, ევროკავშირიდან გარკვეული პირები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა. როგორც ლი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ კრიტიკას იმსახურებს იმის გამო, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის შექმნაზე მუშაობა კოლეგებთან ერთად, 2017 წელს დავიწყე. ჩვენ ოთხი წელი ვმუშაობდით ამ პროექტზე და, შეიძლება ითქვას, რომ მე ვიყავი მოხალისე, რადგან ჩემს კუთვნილ ხელფასსაც კი არ ვიღებდი, რათა თანამშრომლებისთვის ანაზღაურება გადამეხადა.
საბოლოოდ, ორგანიზაცია 1000 დასაქმებულამდე გავზარდეთ.
2020 წლის ოქტომბერში 150 000 ევროს ოდენობის ევროკავშირის გრანტი მოვიგეთ, რომლითაც საქართველოში ბიზნესისთვის ხელი უნდა შეგვეწყო.
მალევე მითხრეს, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, მე კი ვუპასუხე, რომ ამ განცხადებებს არასდროს ვაკეთებდი ბიზნეს ასოციაციიის გვერდის საშუალებით და ვიყენებდი მხოლოდ ჩემს პერსონალურ გვერდს, რისი უფლებაც მქონდა.

უკვე დეკემბერში მკაცრი გაფრთხილება მივიღე, რომ, თუ კიდევ გავაკეთებდი პოლიტიკასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ისინი ჩემს ორგანიზაციას გრანტს გაუუქმებდნენ. მე კი ვხედავდი „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებს, რომელიც ქვეყანას აზიანებდა“, – აცხადებს დევიდ ლი.

გაზიარება