„ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ბრიუსელში ყველას არწმუნებდნენ, რომ საქართველოში რეფორმები არ ხორციელდება, ამიტომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა“, – განაცხადა საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა – დევიდ ლიმ „POSTV-თვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ეს კი ტყუილია, რადგან რეფორმებიც ტარდება და ევროპის ბიზნეს ასოციაციაც ჩართული იყო ამ რეფორმებში. მიმაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუმპირებულია და პირდაპირ იღებენ თანხებს დონორებისგან, თუმცა არ აკეთებენ საქმეს და ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავენ“, – აღნიშნა დევიდ ლიმ.