დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დევნილ ოჯახებს ესტუმრა.

ირაკლი მხეიძე მათ საცხოვრებელი პირობებს გაეცნო და შობა-ახალი წელი მიულოცა.

საჯაიებისა და რურუების აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წელს გადასცა. მათ, ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებლები არ ჰქონდათ და ქირით ცხოვრობდნენ. წელს კი პირველად შეხვდნენ ახალ წელს საკუთარ სახლებში.

როგორც ირაკლი მხეიძემ აღნიშნა, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელ პირობების შექმნა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ბინები და სახლები 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

გაზიარება