დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
მოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. ხანგრძლივი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.
წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება.