პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების” წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ოპოზიციურ არხებს – “tv პირველს”, “ფორმულას” და “მთავარ არხს” მიმართავს და მათ განათლების თემის უგულებელყოფის გამო აკრიტიკებს.
“დღეს განათლების მინისტრი იყო მოსული ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში, რომელმაც გვითხრა რომ ყველაფერი კარგადაა და არაფერზე გვაქვს სადარდებელი.
ის რომ ოპოზიციის ფლანგი თითქმის ცარიელი იყო მაგას შევეჩვიე, მაგრამ არცერთმა ოპოზიციურმა არხმა, რომ წესიერად არც კი გააშუქეთ ნამდვილად მოულოდნელი იყო. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ საღამოს გადაცემებში გაგეშალათ ეს თემა და იმაზე გესაუბრათ ერთი საღამო რაც მთელს მოსახლეობას ადარდებს. დღეს უბრალოდ სრული იგნორირება გაუკეთეთ ამ ამბავს და ეს ნორმალურია?
ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თქვენი შვილების მომავალი თქვენ თუ არ გადარდებთ სხვასთან ნუ გაქვთ პრეტენზია, იმ ხალხს მაინც ეცით პატივი ვისთვისაც პოლიტიკური დღის წესრიგის გარდა, სხვა რამეა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, მაგალითად უხარისხო განათლების სისტემა, რაშიც უამრავი ფულის გადახდა უწევთ”, – წერს ლევან იოსელიანი.
ცნობისთვის, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსინეს. მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები, სამომავლო გეგმები გააცნო.