თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„რუსეთ-უკრაინის ომიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში 200 000-მდე უკრაინის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, მათგან 30 000-ზე მეტი დღესაც ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს, ასევე ასობით ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და გავიდა ქვეყანაში, მაგრამ არ დაფიქსირებულა არც ერთი ინციდენტი ან კონფლიქტი უკრაინელებსა და რუსებს შორის.

დღეს, როდესაც არავინ იცის, რეალურად აღდგება თუ არა პირდაპირი ფრენები (სახმელეთო გზით მიმოსვლა არც არასდროს შეწყვეტილა), ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა, ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში, რაც ძალიან სამწუხაროა…

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება უკრაინას!“- წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ვლადიმერ ბოჟაძე.

გაზიარება