„ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ გადავდგით ნაბიჯი დეესკალაციისკენ და იმისთვის, რომ ძალადობა და რისკები აღკვეთილი იყოს“, – განაცხადა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ერთი ადამიანის ჯანმრთელობაც არ ღირს არაფრის ფასად – ეს არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება მოვლენების მიმართ.
„დღეს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მიზანი მიღწეული არ არის, აქედან ისინი კარგად ამჟღავნებენ, რომ კანონი იყო მხოლოდ საბაბი – ეს არის რეალობა. მათ სურთ პოლარიზაცია და ესკალაცია და ჩვენ მათ ამის საშუალებას ვერ მივცემდით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.