„უპრეცედენტო მასშტაბის საინფორმაციო ომში იმყოფება დღეს საქართველო, სადაც ყველანაირი რაციონალური ანალიზის მიღმა კეთდება დასკვნები და განცხადებები. ამის კლასიკური გაგებაა, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ხარ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების მხრივ, მაგრამ მაინც არასაკმარისს აკეთებ. ასობით საერთაშორისო რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი ხარ, თუმცა არ იმჩნევენ. რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაკრიტიკებენ და თვითონ 30,50 და 100% ითაც კი გაზარდეს იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ირაკლი კობახიძის „ფეისბუკის“ სტატუსს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დღეს, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებთან შედარებით, მიზერულ სარგებელს ნახულობს.
„თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს “აღქმის პოლიტიკა”.
როდესაც მავანნი ქმნიან “პოლიტკონიუნქტურას” და შენ საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობ, რაც თავისთავად შესაძლებელია, ეწინააღმდეგებოდეს თავსმოხვეულ ჩარჩოებს, მაშინ მოქმედებაში მოდის ე.წ. “მეინსტრიმკამპანია”, რომელიც პირდაპირ გულისხმობს: მთავარია აღქმები და არა ფაქტები.
“ფაქტი ჯიუტია!”
საქართველო დღეს, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებთან შედარებით, მიზერულ სარგებელს ნახულობს, თუმცა ასეთია “პოლიტკონიუნქტურის”
ბუნება – არ ჩაერთო საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში, არ შეასრულა ე.წ მეხამრიდის როლი, არ აღმოჩნდა კონფლიქტის მადივერსიფიცირებელი!
ყველა გონიერი ხელისუფალის ვალია, ასეთი გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს იმოქმედოს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე!
“აღქმის პოლიტიკა” ამოწურავს საკუთარ დღის წესრიგს და დაგვრჩება ჯიუტი ფაქტები – გადარჩენილი ქართული ეკონომიკა და გაუნადგურებული საქართველო!“ – წერს ქადაგიძე.

გაზიარება