დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა.

 ვიზიტის ფარგლებში​ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

გაზიარება