„რუსეთის ხელისუფლების განცხადებებთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციის პოზიციონირება ნიშანდობლივია. რადიკალური ოპოზიცია თავად იყენებს რუსეთის რომელიმე თანამდებობის პირის განცხადებას. „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, რა მოეწონებათ რუსებს და რა – არა. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

“დღესაც, „ნაცმოძრაობა“ აგებულია რუსეთის მოწონება-არმოწონების გეგმაზე. ჩვენ ამ გეგმით არ მივდივართ, მივდივართ საქართველოს დღის წესრიგის მიხედვით. მათ ფანტაზიებში რა იქნება, ვერ გეტყვით. სამწუხაროა, რომ ლავროვს ვერაფერს პასუხობს. რასაც ამბობს, საწინააღმდეგო აზრი ჩნდება ხალხში. მაგალითად, რუსეთზე ელენე ხოშტარიამ რა უნდა თქვას, ან “ჭიჭე” ვაშაძემ, რომელსაც, თურმე, უძრავი ქონების სააგენტო ჰქონია და, როგორც ჩანს, სადარბაზოსთან ბინათმესაკუთრეებს ესაუბრებოდა, რომ თავისი ბინა გაექირავებინა რუსებზე. შეიძლება, აქ პრობლემა ოფიციალურად არ იყოს, მაგრამ, როცა ტრიბუნასთან ფეხსაცმლიდან ამოვარდები და გინდა, რუსეთის მოქალაქისთვის გამარჯობის თქმისთვისაც ვინმე დაადანაშაულო, მაშინ რუსეთის მოქალაქესთან ასეთი გარიგება არ უნდა დადო. ეს არის მათი სახე და ეს არის პრობლემა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება