„დიდი პატივისცემით უკრაინასთან! ვიცით, რომ ღებულობთ უზარმაზარ და თან – მზარდ დახმარებას და, ამ დროს, გენერატორებს და იარაღს ითხოვთ პატარა საქართველოსგან“, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას.
„იმ ფულით, რასაც დასავლეთი იძლევა, უკრაინას თავისუფლად შეუძლია, იყიდოს გენერატორები მწარმოებელი ქვეყნებიდან და, რამდენადაც ვიცი, მათ ისედაც ჩუქნიან. და არა მხოლოდ გენერატორებს.
შესაბამისად, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება გენერატორებთან დაკავშირებით ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას. სხვა ახსნა ამას, უბრალოდ, არ აქვს“, – აღნიშნავს ანჯაფარიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.