„პირველ რიგში, მინდა, მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი და საშინელი ტრაგედიის გამო. ასეთი უბედურებები, სამწუხაროდ, ყველგან ხდება მსოფლიოში, განვითარებულ თუ განუვითარებელ სამყაროში. თითქმის დღე არ გავა, ვიღაც არ შევარდეს ამერიკის სკოლაში და უმოწყალოდ არ დახოცოს უცოდველი ბავშვები. ასევე გვახსოვს ნორვეგიაში, სტუდენტურ ბანაკში მოწყობილი სისხლიანი კალო. ვიმეორებ, სამწუხაროდ, ასეთი უბედურებები ხდება“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას.

„ორი აზრი არ არსებობს იმაზე, თუ რატომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და რატომ უნდა დავადგინოთ სიმართლე, რა მოხდა და რატომ მოხდა! ამ ყველაფრის ფონზე კი, ამ დიდი ტრაგედიის დროს ისევ გამოჩდნენ ლეშისმჭამელი გიენები, რომლებიც ვერ ითმენენ და ამ საშინელი უბედურების დროსაც ფიქრობენ მათთვის სასარგებლო პოლიტიკური ქულების დაწერაზე. ეს სამარცხვინო და ამორალური კი არა, უბინძურესი საზიზღრობაა უკვე…” – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ნიკოლეიშვილი.

გაზიარება