,,აი, კიდევ ერთი ნათელი ნიმუში იმისა, რაოდენ ბრძენია ქართველი კაცი, რომელიც ამბობს: “ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერიკ გოლდსმიტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდობა.
„ზუსტად ასეა მიშას ამერიკელი ე.წ. ექსპერტის საქმე, რომელსაც მის ქვეყანაში არ უჯერებენ არაფერს, მიაჩნიათ მატყუარად, ფლიდად!
აქ კი, თაღლითთან და სიმულიანტთან ჩამოყვანილი, თავად უმაღლესი დონის მიშასმაგვარი სუბიექტი ბელადის მომხრეებს მიაჩნიათ მეტრად!
ჰო, მიაჩნდეთ და აზომინეთ მილიმეტრობით ეგ თქვენი დაზეთილი და რუმბივით გაგორებული ფალავანი! რაც დაიჭირეთ და რასაც დაიჭერთ, აგერ, სახეზეა!’’ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ედიშერ გვენეტაძე.