„ძალიან დიდი დარტყმა პარტიას რამაც მიაყენა, მათ შორის, ნიჰილიზმის დათესვის კუთხით, არის გიორგი გახარიასთან კოალიციის შექმნა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ „TV პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია გიორგი გახარიასთან იყო კატასტროფა პარტიისთვის.

„გიორგი გახარიასთან კოალიციის შექმნამ, პრაქტიკულად, ჩამოშალა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც იყო ძალიან ბევრი ჩვენი პატრიოტი ადამიანის მხარდაჭერა, მათ შორის, ღიად და ჩვენ გამოვჩნდით ადამიანები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში გიორგი გახარიას ვაძახებდით, რომ რუსია, თვალები დაგვთხარა, როდიონოვს ვამსგავსებდით ამ ადამიანს და, უცებ, იქმნება კოალიცია. ამაზე მე მქონდა ჩემი საჯარო პოზიცია და პირდაპირ ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს არ მოეწონა, ეს იყო კატასტროფა პარტიისთვის. მართლაც ასე მოხდა და ახლა როგორ გინდა, დააჯერო კიდევ ერთხელ ხალხი, რომ შენ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს არ გადადგამ“, – განაცხადა მუმლაძემ.

გაზიარება