საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.
„ძალიან მარტივი გზავნილებია: ქრისტეს გარეშე ევროპა კი არა, საქართველოც არ მინდა!
სუვერენიტეტის გარეშე ევროკავშირი კი არა, საკუთარი სახელმწიფოც არ მინდა!
ღირსების გარეშე საქართველო კი არა, საკუთარი თავიც არ მინდა!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ქართველიშვილი.